Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვეს.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წლის დეკემბერში მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად აღინიშნება.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორ ნათია სორდიას ვულოცავთ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვებას.